Thursday, February 9, 2017

გაკვეთილის  თემა
ცრუ - მოწმე
სწავლების საფეხური
  II
მოსწავლეთა პროფილი
  
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·  ტექსტის დამოუკიდებლად      წაკითხვა-გააზრება;
·         დაახასიათოს პერსონაჟები;
·         გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
·         განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.II.9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა,  touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა  განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე:
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით, საშინაო დავალების ბარათბი, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 წინა დღით  ბუკებში კლასის, მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით, ვაწვდი დამხმარე ელექტრონულ წიგნს, ვაძლევ მითითებას, რომ  ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად გამოიცნონ.  
 ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
გამოწვევა: მოსწავლეები  მუშაობენ ასოციაციურ რუკაზე და აანალიზებენ მას.
წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტესტის წაკითხვა-მოსმენას).

რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდბულებას პერსონაჯების მიმართ.  მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა 1 ტექსტის ანალიზი  (კითხვა პასუხის გამოყენებით):
აქტივობა 2 ელ წიგნზე მუშაობა.
აქტივობა 3 დისკუსია - როგორ გგონიათ, დაუჯერებდა თუ არა გლეხი მელიას?

No comments:

Post a Comment