Thursday, February 9, 2017

სამუშაო ბარათების ნიმუშები (,,ცრუ")



გაკვეთილის  თემა
ცრუ - მოწმე
სწავლების საფეხური
  II
მოსწავლეთა პროფილი
  
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·  ტექსტის დამოუკიდებლად      წაკითხვა-გააზრება;
·         დაახასიათოს პერსონაჟები;
·         გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
·         განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.II.9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა,  touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა  განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე:
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით, საშინაო დავალების ბარათბი, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 წინა დღით  ბუკებში კლასის, მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით, ვაწვდი დამხმარე ელექტრონულ წიგნს, ვაძლევ მითითებას, რომ  ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად გამოიცნონ.  
 ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
გამოწვევა: მოსწავლეები  მუშაობენ ასოციაციურ რუკაზე და აანალიზებენ მას.
წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტესტის წაკითხვა-მოსმენას).

რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდბულებას პერსონაჯების მიმართ.  მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა 1 ტექსტის ანალიზი  (კითხვა პასუხის გამოყენებით):
აქტივობა 2 ელ წიგნზე მუშაობა.
აქტივობა 3 დისკუსია - როგორ გგონიათ, დაუჯერებდა თუ არა გლეხი მელიას?

შსო - ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის დასახელება: შებრუნებული საკლასო ოთახი
ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 20, 21,27,28 თებერვალი და 5 მარტი
ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი:  გოგოიტა მოხვაში
ტრენინგის მიზანი:
·         მასწავლებლთა პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა;
·          ისტ-ის ათვისება მისი სასწავლო გარემოში დანერგვა;
·         ელექტრონულ რესურსებისა და ვიდეო გაკვეთილების შექმნის ტექნიკის გაცნობა და საგაკვეთილო პროცესში მისი ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევებუს განვითარება;
·         დროისა და რესურსის ეფექრუტად გამოყენების უნარის ხელშეწყობა მასწავლებლებში;
·         მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინტერაქციის ზრდისთვის ხელსეწყობა;
ტრენინგის ძირითადი საკითხები:
·         შებრუნებული საკლასო ოთახიასა და მისი უპირატესობები;
·         შებრუნებული საკლასო ოღახის მოდელის დანერგვა;
·         ედმონდო-სგანმანათლებო სოციალური ქსელი;
·         ვიდეოს შექმნა და სასწავლო პროცესში გამოყენება;
·         ექტრონული წიგნის შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში;
·        
რა ვისწავლე ამ ტრენინგზე:  

            ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. ტრ ენერმა, ისაუბრა ტრენინგის მიზნებზე, მისაღწევ შედეგებზემუშაობის ფორმებზე ( მოგვიწია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა). შევიმუშავეთ განრიგი, ყოველი კვირის  შაბათი-კვირის დღე და ბოლო კვირის - შაბათი დღე.
            გონებრივი იერიშის მეთოდით გავწერეთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ესაჭიროება დღევანდელ მსმენელებს, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ვუყურეთ ვიდეოს „ 21- საუკუნე“, სადაც წარმოდგენილი იყო თუ როგორ სწრაფად შეიცვალა 5 წლის მანძილზე სამყარო. კერძოდ, დღევანდელი პოპულარული სამუშაო პოზიციები 2002 წელს საერთოდ არ არსებობდა, აქედან გამომდინარე მომავალში მოსწავლეები გამოიყენებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჯერ არც კი გამოგონილა და მოუწევთ ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჯერ არ წამოჭრილა. ამ ვიდეოს გაცნობით ნათლად დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის ყოველი ახლის მიღება და გათავისებარომ ვიზრუნოთ მომავალი თაობის საჭირო უნარების განვითარებაზე. ვხვდები რამდენად რთული და საპასუხისმგებლო მუშაობა მელის დღეს და მომავალში.
         გავეცანით კორნელის ჩანაწერების მეთოდს, მის უპირატესობებს და როგორ გამოვიყენოთ აღნიშნული მეთოდი კლასში. ეს მეთოდი უწყობას ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინფორმაციის დახარისხებას და დამახსოვრებას. ჩანაწერების გაკეთება შეიძლება ლექციის მოსმენისას, წიგნის წაკითხვისას, ვიდეოს ყურებისას და .. ტრენერმა ჩაგვიწერა ღონისძიების მასალები და კორნელის ჩანაწერების ფორმატიძალიან მომეწონა ეს მეთოდი, ვაპირებ გავაცნო ჩემს მოსწავლეებს, მაინტერესებს თვითონ დამოუკიდებლად თუ შეძლებენ გაართვან თავი, ნათელ ინსტრუქციას მივცემ როგორ აწარმოონ ჩანაწერები, ამის შემდეგ რამოდენიმე ინფორმაციას ერთად დავამუშავებთ ამ მეთოდის გამოყენებით.
            ვუყურეთ ვიდეოსრა არის შებრუნებული საკლასო ოთახი“, რომელიც კორნელის ჩანაწერის მეთოდით განვიხილეთ. ვიდეოში ნაჩვენები იყო ტრადიციული საკლასო ოთახი, სადაც მასწავლებელი ახალ მასალას გადასცემდა მოსწავლეებს, ზოგი კარგად ითვისებდა მასალას, ზოგს მოეწყინა, ზოგმა კი ვერ გაიგო და სასოწარკვეთილი  იყო. მასწავლებელი ხვდება, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა და დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს დამატებით დროს მოითხოვს. ამ პრობლების ერთ-ერთი გადაჭრის გზა შებრუნებული საკლასო ოთახია. არსი შემდგომში მდგომარეობს: მოსწავლეები სახლში სხდებიან და ახალ მასალას ეცნობიან ვიდეოგაკვეთილით, რომელიც მასწავლებელი უთითებს ან უტვირთავს სხვადასხვა ინტერნეტ ქსელში. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ  ბუნებრივი რიტმით ისწავლონ: დააპაუზონ ვიდეო, გადაახვიონ უკან და უყურონ განმეორებით ის მასალა რომელიც მათთვის გაუგებარია, ან გადაახვიონ წინ და გამოტოვონ ადვილი მასალა. ამ მეთოდით მოსწავლე თავად იღებს ცოდნას, მასწავლებელი ეხმარება ცოდნის წვდომაში.
ტრადიციულ საკლასო ოთახში ახალი მასალის ახსნა  კლასში ხდება და მისი განმტკიცება სახლში ( ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა), ხოლო შსო-ში პირიქით, სახლში ეცნობიან მასალას და მისი განმტკიცება კლასში ხდება (შევეცდები გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში).
გევაცანით და დავრეგისტრილდით უფასო საგანმანათლებლო სოციალურ ქსელს edmodo.com- . მასზე მქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ქსელი მოსწავლეების და მასწავლებლების დასაკავშირებლად, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ  ინტერნეტთან  სამწუხაროს ჯერ კიედვ ყველას არა აქვს წვდომა, ეს კი დამეთანხმებიტ ძალზედ ხელის შემსლელი ფაქტორია
         ამის შემდეგ დავიყავით წყვილებში და გავეცანით გაკვეთილების გეგმებს და რესურსებს: ქართულში, მათემატიკაში, ბუნებაში (შსო-ის მეთოდით), განვიხილეთ თითოეული მათგანი. მივხვდი  წინ რამხელა შრომა მელის, არ იქნება ადვილი  ვიდეოს შექმნა და დამუშავება. ვაპირებ არსებული რესურსის გამოყენებას ჩემს კლასში და შემდეგ თვითონ მოვამზადებ სხვადასხვა რესურსებს.
         ტრენინგზე გავეცანით Move Moiker-ის პროგრამას, ვისწავლეთ როგორ უნდა Move Moiker-ში ტექსტის და სურათების შეტანა, პროექტის შენახვა. მოვისმინეთ რეკომენდაციები ვიდეოს შესაქმნელად. მოვისმინეთ დაგავაანალიზეთ ვიდეო - სუგატა მიტრას ,,ააშენე სკოლა ღრუბლებში“. 
        
     რას გამოვიყენე პრაქტიკაში: ტრენინგის ბოლოს დავგეგმე საჩვენებელი გაკვეთილი  ქართულ ენაში. შეუთანხმე დრო და თემა ტრენერს.
სკოლაში დაბრუნებულმა დავიწყე მუშაობა ელ. წიგნების შექმნაზე. პარარელურად გადავწყვიტე მშობლებისთვის გამეცნო შებრუნებული საკლასო ოთახით სწავლების მნიშვნელობა და მეთოდები. ამ მიზნით მოვამზადე პრეზენტაცია ამ თემაზე (იხ. დანართი 1)  და ბუკლეთი (დანართი2)
მშობელთა კრებაზე, დირექციის წამომადგენლებთან ერთად, გვაცანი აღნიშნული მოდელი. პრეზენტაციის  ბოლოს მშობლებმა შეავსეს კითხვარები (დანართი 3) აღნიშნულ თემაზე.
მშობლებთან მუშაობის შემდეგ ჩავატარე შსო-ის მეთოდით დაგეგმილი გაკვეთილი, რომლზეც მესწრებოდა ტრენერი-გოგიტა მოხვაში და დირექციის წარმომადგენლები. ქართულის გაკვეთილზე გამოვიყენე ტექნოლოგიები (ელ. წიგნი-დანართი 4) და შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დავგეგმე გაკვეთილი, რომლის თემა იყო ი. გოგებაშვილის ,,ცრუ“ (გკვეთილის გეგმა-დანართი 5).  მოსწავლეები სახლში კითხულობენ ჩემ მიერ დამზადებულ ელექტრონულ წიგნს, რომელიც დავალებად მივეცი, გარდა ელ. წიგნისა მათ სახლი გავატანე სამუაო ბარათები (დანართი 6), რომელზეც უნდა ემუშავათ ელ.წიგნის წაკითხვის შემდეგ. ამ მეთოდის ერთ-ერთი დადებითი მხაერა ისაა, რომ ტექსტის დასამუშავებლად შეეძლოთ დაეხარჯათ  იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა თითოეული მათგანისთვის, განსხვავებით ტრადიციული გაკვეთილისგან, სადაც ახალი მასალის დასამუშავებლად დრო მკაცრად განსაზღვრულია და ზოგიერთი მოსწავლისთვის არასაკმარისი. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და ახლა სახლში ყურადღებითა და დამოუკიდებლად ამუშავებს ტექსტს.
ყველა მათგანს შესწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. შესაბამისად, მათ ტექსტის დასამუშავებლად შეუძლიათ დახარჯონ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა თითოეული მათგანისთვის, განსხვავებით ტრადიციული გაკვეთილისგან,
 (გკვეთილის გეგმა და ელ.რესურსი იხ,დანართი 2)